მნიშვნელოვანია, რომ საკოორდინაციო ფრონტმა იმუშაოს, კონკრეტული მიზნებისთვის-თინა ბოკუჩავა

10.03.25 19:51
მნიშვნელოვანია, რომ საკოორდინაციო ფრონტმა იმუშაოს, კონკრეტული მიზნებისთვის-თინა ბოკუჩავა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის და ოპოზიციის შევედრა დასრულდა. როგორც შეხვედრის შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, საკოორდინაციო ფრონტის შექმნა, რომელზედაც იყო საუბარი, წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა რამდენად გამოიღებს შედეგს, ამას დრო აჩვენებს.

მისი თქმით, “მნიშვნელოვანია, რომ ამ ფრონტმა იმუშავოს, კონკრეტული მიზნებისთვის და იყოს ქმედითუნარიანი.“

საკოორდინაციო ფრონტის შექმნა არის წინგადადგმული ნაბიჯი, რამდენად შედეგს გამოიღებს, ამას დრო გვიჩვენებს, ჩვენ ძალისხმევას არ დავაკლებთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ფრონტმა იმუშაოს, კონკრეტული მიზნებისთვის, იყოს ქმედითუნარიანი, მასში მონაწილეობა მიიღოს, არა მხოლოდ პოლიტიკურმა პარტიებმა, ასევე, საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, რომლებიც ამ საპროტესტო მოძრაობის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილნი არიან.

აქამდე, ძირითადად, კოორდინაცია დემოკრატიულ ძალებს შორის, ხდებოდა ხოლმე საგარეო ფრონტზე და ამან მნიშვნელოვანი შედეგებიც მოგვიტანა. ამიტომ, თუ ამგვარი კოორდინაციის მოდუსი და მექანიზმები გადმოვა შიდა საკითხებზე- იქნება ეს არჩევნების მომზადება, საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება თუ სხვა, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარტიები პარტიულ ფორმატში და ინდივიდუალურად არ გავაგრძელებთ მუშაობას“, - განაცხადა მან.

მსგავსი სიახლეები