"თსუ-დან ჩემი ორი ლექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს" - ირაკლი კუპრაძე

10.03.25 22:36
"თსუ-დან ჩემი ორი ლექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს"  - ირაკლი კუპრაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ორი ლექტორი, ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

ჩემი ორი ლექტორი, ირა ხერხეულიძე და გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლეს პოლიტიკური ნიშნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. 

ორივე უზომოდ კომპეტენტური და კეთილსინდისიერი, როგორც პედაგოგი და როგორც მოქალაქე.

გამხნევება და ლოყების ხოკვა არც ერთს სჭირდება, ორივე იპოვის თავის გზას. უნივერსიტეტში "კაპიკებზე" სწავლება მხოლოდ ღირსების საკითხია და არა შემოსავალი ასეთი პროფესიონალებისთვის. 

ფაქტია უბრალოდ მძიმე და დანაშაულებრივი. 

უნივერსიტეტი მერამდენედ მოკლეს?!" - წერს ირაკლი კუპრაძე.

მსგავსი სიახლეები