გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

11.03.25 12:20
გიორგი ჩიკვაიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს

 

 

გიორგი ჩიკვაძე სასამართლო დარბაზში დააკავეს - გადაწყვეტილება მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ გამოაცხადა. 

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, ბიზნესმენმა მოსამართლეს „მურუსიძის მონდა“ უწოდა და თქვა, რომ "ყველაფერს გააკეთებს მის დასასანქცირებლად“.

რაც შეეხება ჩიკვაიძის ბიზნესპარტნიორს, მოსამართლემ ირაკლი პაპიაშვილის გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ამასთან, დღეს გაირკვა, რომ ბიზნესმენ ჩიკვაიძის წინააღმდეგ ფინანსტა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო - როგორც პროკურატურა ამტკიცებს, ჩიკვაიძე 7-8 მარტს საქართველოს საზღვართან ახლოს იმყოფებოდა.

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს. აღნიშნული ბრალდება 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი სიახლეები