"ქართულ ოცნებას" ბელარუსი დიქტატორი აქებს

11.03.25 16:45
"ქართულ ოცნებას" ბელარუსი დიქტატორი აქებს

ლუკაშენკომ მოიწონა ნაბიჯები, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის დგმას და თქვა, რომ ის ბელორუსულ მიდგომებს შეესატყვისება. 

"საქართველოსთან არავითარი პრობლემები არ არის" - თქვა მან საქართველოს ელჩის, გიორგი საგანელიძის მიერ, რწმუნებათა სიგელების გადაცემისას.

ის ჩვენს მიდგომებს შეესატყვისება და თქვენ უნდა აკეთოთ საქართველოში, ის როგორც აკეთებთ - ყველაფერი, რაც ქართველი ხალხის ინტერესებშია. ბელარუსებსა და ქართველებს შორის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ტრადიციები და ისტორიის საერთო გვერდები მყარი საფუძველია ჩვენს ქვეყნებს შორის სრულფასოვანი ყოვლისმომცველი თანამშრომლობის აღდგენისთვის. თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღია იყო და რჩება“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

ალექსანდრე ლუკაშენკომ ცხრა ქვეყნის ელჩის რწმუნებათა სიგელები დღეს 11 მარტს გადასცა. 

გიორგი საგანელიძემ კი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა: 

ჩვენ გვესმის, რომ რთული დროა. შესაბამისად, ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და განვავითაროთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები იმ მიმართულებით, რაც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა." - განაცხადა ელჩმა. 

შეგახსენებთ, 2022 წელს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, რითაც "ოკუპავიის კანონი" დაარღვია. მაშინ ის აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას ბიჭვინთის აგარაკზე შეხვდა.

მაშინ ფაქტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ "დაგმო" და პროტესტის ნიშნად დაიბარეს ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი.

ამასთან, რამდენიმე თვის წინ, ლუკაშენკომ ივანიშვილის პრეზიდენტან დანიშნულ მიხეილ ყაველაშვილს "გამარჯვება"  მიულოცა.

მსგავსი სიახლეები