"ოცნება" ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს - ოპოზიცია ეჭვობს, რომ რეჟიმი კანონს აქციის მონაწილეების დევნისთვის გამოიყენებს
რეჟიმი ნარკოპოლიტიკას ამკაცრებს - სასჯელი მკაცრდება მომხმარებლების და ნარკორეალიზატორების ნაწილშიც და ის 12-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით დაისჯება.
ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დადასტურების შემთხვევაში კი, პირს მართვის მოწმობა სამი წლით ჩამოერთმევა და ხუთი წლით საჯარო სამსახურში მუშაობა აეკრძალებათ.
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი ეხმაურება და წერს, რომ საზეზეა „არალეგიტიმური ხელისუფლების მორიგი თაღლითობა“. პოლიტიკოსი დარწმუნებულია, რომ "ოცნება" კანონს აქტივისტების დევნისა და მათთვის ნარკოტიკების ჩადების ინსტრუმენტად გამოიყენებს.
მეზვრიშვილი აღნიშნავს, რომ „ოცნების“ მიზანი ნარკოპოლიტიკაში არსებული რეალური პრობლემების მოგვარება არ არის, არც ნარკოტიკების გამსაღებელთა დასჯა, არც მომხმარებლებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა, არც მოძველებული და არაეფექტური მეთოდების განახლება.
სინამდვილეში სხვა რამე აღელვებთ - აქციებზე მყოფი აქტივისტების დევნა - მათი გადაყვანა თითქოსდა ნარკოტიკების მოხმარებაზე შესამოწმებლად, მათთვის ჩადება (როგორც გიორგი ახობაძეს ჩაუდეს), ამ გზით მათი შევიწროება და შემდეგ აქციის გაშავება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მდინარაძეს ქვეცნობიერმა ამოსძახა - „როგორც ადრე იყოო“. რა სიმბოლურია, რომ რაც ადრე იყო იმას სწორედ მდინარაძის პირით აბრუნებს „ოცნება“.
ახლაც არჩევნებისთვის ემზადებიან. მიზანი თაღლითობით ხმების მოზიდვაა. ბარიგები კი ისევ ითარეშებენ და ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ფეხებზე ეკიდებათ.
რითი ხსნის ივანიშვილის პარტია გამკაცრებულ ნარკოპოლიტიკას:
ეს ამბავი გარკვეულწილად განსახილველია, როგორც საქართველოს გენოფონდის განადგურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსი. ამ არეულ მსოფლიოში არც ის არის გამორიცხული, რომ ვინმეს ეს ჰქონდეს ჩაფიქრებული და ეს კონკრეტული ამოცანა იდგეს გარკვეული ძალების დღის წესრიგში. ყველაფერი გასათვალისწინებელია".- ამბობს გია ვოლსკი.
"გარკვეული ცხვილელების განხორციელება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ნარკოდამოკიდებულ ადამიანებზე დახმარება, თანადგომა პრონციპულად მნიშვნელოვანია". - ამბობს კალაძე.
სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ისეთი, რომ არ ვიყავით საკმარისად ძლიერები და მათ შორის არც ქართველი ხალხი არ გვიჭერდა მხარს, როგორც ახლა გვიჭერს, რომ ლიბერალურ ფაშიზმზე ისე თამამად გაგვეცა პასუხი, რომელიც ისევ და ისევ გარედან იყო ჩვენზე თავსმოხვეული, რომ მისთვის სატანადო პასუხი გაგვეცა, მაგრამ ახლა ვართ საკმარისად ძლიერები, რომ ის სენი რაც ქვეყანაში ტრიალებს, საბოლოო ჯამში იყოს დამარცხებული", - ამბობს არჩლ გორდულაძე.