კოორდინაცია საგარეო ფრონტზე და ერთიანობა ქვეყნის შიგნით - როგორია ოპოზიციის და პრეზიდენტის სამოქმედო გეგმა
"ქართული ოცნება" ოპოზიციას ამუნათებს და ასე ცდილობს, ისინი ადგილობრივ არჩევნებში ჩართოს. ივანიშვილის პარტიამ იცის, რომ თუ არაფერი შეიცვლება, თვითმართველობის არჩევნები მინიმალური კონკურენციით ჩაივლის და აღიარებას ვერც ამჯერად მოიპოვებს. ამიტომ, სისტემამ დღეს გადაწყვიტა, რომ ისინი წაგებულად წინასწარ გამოაცხადოს და მათ მონაწილეობსიკენ უბიძგოს.
"ოცნების" მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა. ოპოზიციისთვის ადგილობრივი არჩევნები დღის წესრიგში არ დგას. მთავარი მიზანი არ შეცვლილა. რამდენიმე თვიანი კონსულტაციის შემდეგ პარტიები და მეხუთე პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ ბრძოლის სტრატეგია განახლებას და გაძლიერებას საჭიროებს და დროა, მოქმედება საერთო საკოორდინაციო ფრონტის ფარგლებში დაიგეგმოს. აქ იქნებიან პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი და საზოგადოება, რადგან როგორც ამბობენ, ყველა ერთი წინააღმდეგობრივი ბრძოლის მონაწილეა.
ერთიანი მოქმედების მაგალითი 31 მარტს გამოჩნდება. სალომე ზურაბიშვილმა პარტიებთან ერთად ახალი არჩევნების შესახებ ერთიანი სტრატეგიული ხედვა უკვე შეიმუშავა და მის პრეზენტაციას სწორედ ამ დღეს საპროტესტო აქციაზე აპირებს. როგორც ამბობენ, ამ დღეს უნდა გავიგოთ, რა იგულისხმება ახალ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნაში და რა პირობების დაკმაყოფილებას ითხოვენ "ქართული ოცნებისგან".
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.