ეს არის ბიძინას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული რუსული პოლიტიკა- ხაზარაძე ანაკლიაზე
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს “ანტისახელმწიფოებრივ და ანტიეროვნული რუსული პოლიტიკის გატარებაში“ კიდევ ერთხელ ადანაშაულებს და ანაკლიის შესახებ კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე წერს.
მისი თქმით, “მთავრობამ მორიგებაზე უარი განაცხადა, იურიდიულ მომსახურებაში დახარჯა 72 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტის და ხალხის ფული იმისთვის, რომ ბოლომდე მოეკლა პროექტი.“
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ანაკლიაზე.
კონსორციუმმა საარბიტრაჟო დავის დაწყებამდე ოფიციალურად მიმართა მთავრობას, დავის მორიგებით დასასრულებლად, რაც ავტომატურად გულისხმობდა პორტის მშენებლობის დასრულებას - შესაბამისად, ქართველი, ამერიკელი და ევროპელი ინვესტორების პროექტში შენარჩუნებას.
მთავრობამ მორიგებაზე უარი განაცხადა, იურიდიულ მომსახურებაში დახარჯა 72 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტის და ხალხის ფული იმისთვის, რომ ბოლომდე მოეკლა პროექტი. ამის ნაცვლად, ეს თანხა გარანტიად რომ გაეცა მთავრობას, როცა საერთაშორისო ბანკები სთხოვდნენ, ახლა პორტი დამთავრებული და სრული დატვირთვით ამუშავებული იქნებოდა.
სწორედ ეს არის ბიძინას ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული რუსული პოლიტიკა!, - წერს ხაზარაძე.