ერთობით და პროტესტით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ბიძინას გადავუყენოთ კობახიძე და მთავრობა-ცისკარიშვილი

11.03.25 23:12
ერთობით და პროტესტით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ბიძინას გადავუყენოთ კობახიძე და მთავრობა-ცისკარიშვილი

ერთობით, პროტესტით, ძალისხმევით, საერთო ამოცანებზე შეთანხმებით და ქუჩაში ბრძოლით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ბიძინას გადავუყენოთ კობახიძე და მთავრობა, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ საჭიროა, პროტესტის გაფართოვება და გაძლიერება, ასევე მეტი ხალხის ჩართვა, რათა მოხდეს მათზე წნეხი.

“ძირითად, ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხებზე თუ ვერ შევთანხმდით, ამ მოძრაობის გააქტიურება და გამწვავება გართულდება“, - ამბობს ის.

უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ბიძინას გადავუყენოთ კობახიძე და მთავრობა. ერთობით, პროტესტით, ძალისხმევით, საერთო ამოცანებზე შეთანხმებით, ქუჩაში ბრძოლით. პირველ რიგში იმით, რომ ახალი არჩევნები დაგვინიშნე და ჩაგვიტარე სუსით და კალანდარიშვილით ივანიშვილო და ეს არ უნდა იყოს შენი ამბიციების საბოლოო მწვერვალი და ამ ამოცანას არ უნდა ისახავდე პოლიტიკურ მიზნად, ამაზე უნდა შევთანხმდეთ და ამის შემდეგ იწყება ყველაფერი-  როგორ გავაფართოვოთ პროტესტი, გავაძლიეროთ, ჩავრთოთ მეტი ხალხი, როგორ მოვახდინოთ მეტი წნეხი დასავლეთიდან, როგორ ჩავთვალოთ რომ ყველა, ვინც ბოლო სამი თვის განმავლობაში ციხეში გამოკეტეს, პოლიტიკური პატიმრები არიან. ასეთ ძირითად, ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხებზე თუ ვერ შევთანხმდით, ამ მოძრაობის გააქტიურება და გამწვავება გართულდება“, - ამბობს ცისკარიშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები