იმის შანსი, რომ თვითმარქვია, პრორუსულ რეჟიმს ვაშინგტონმა კარგი თვალით შეხედოს, დაბალია - ცისკარიშვილი
იმისი ალბათობა, რომ „ოცნებას“ აღიარებენ და ყველაფერი დაულაგდებათ დასავლეთთან, ძალიან დაბალია, - ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ საბოლოო ჯამში მაინც ინსტიტუციონალური ქვეყანაა და ვერ დაიჯერებს, რომ “ამერიკის ეროვნული ინტერესები გადიოდეს იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიაში პრორუსული რეჟიმი იყოს მომჯდარი და პუტინს კოჭს უგორებდეს“.
“ამას ვერ დავიჯერებ და ვერც მოხდება“,-თქვა მან.
იმისი ალბათობა, რომ „ოცნებას“ აღიარებენ და ყველაფერი დაულაგდებათ დასავლეთთან, ძალიან დაბალია. იმის შანსიც დაბალია, რომ ამ თვითმარქვია, გამყალბებელ, პრორუსულ რეჟიმს, ტრამპმა, დასავლეთმა და ვაშინგტონმა მთლიანად, კარგი თვალით შეხედოს. აშშ, საბოლოო ჯამში, მაინც ინსტიტუციონალური ქვეყანაა და არ აქვს მნიშვნელობა, ლობისტებს ჩართავენ, თუ ვისთან რას ისაუბრებენ, მათ აქვთ მომავლის საერთო ხედვა და დაიცავენ ამერიკის ეროვნულ ინტერესებს და ამერიკის ეროვნული ინტერესები გადიოდეს იმაზე, რომ სამხრეთ კავკასიაში პრორუსული რეჟიმი იყოს მომჯდარი და პუტინს კოჭს უგორებდეს, ამას ვერ დავიჯერებ და ვერც მოხდება“, - აღნიშნა ცისკარიშვილმა.