მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ... "ოცნების" მეგობრები დღეს მოსკოვში და მინსკში არიან - ბადრი ჯაფარიძე
"ოცნების" მისამართით ბელარუსი დიქტატორის საქებარი სიტყვები ოპოზიციაში არ უკვირთ. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ის, რასაც ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში ახორციელებს, ტიპიური ავტოკრატიული მმართველობაა, რაც, ბუნებრივია, ავტორიტარული რეჟიმების მოწონებას იმსახურებს.
არსებობს ასეთი გამოთქმა საყოველთაოდ ცნობილი“ მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. დღეს „ქართული ოცნების“ მეგობრები არიან მოსკოვში, არიან მინსკში, იმიტომ, რომ ის, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს საქართველოში, არის ტიპიური ავტოკრატიული მმართველობა და ცხადია, ასეთი ტიპის რეჟიმებთან ყველაზე ახლო ურთიერთობა აქვთ ავტორიტარულ რეჟიმებს. ამიტომაც არის, რომ აქებენ ლავროვი „ქართულ ოცნებას“, აქებს სახელმწიფო დუმის წარმომადგენლობა, აქებს პუტინი, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
იზოლაციაში მოქცეულ რეჟიმს ლუკაშენკო ამხნევებს. "ოცნების" მიმართით საქებარი სიტყვები ბელარუსმა დიქტატოირმა მას შემდეგ წარმოთქვა, რაც მას რწმუნებათა სიგელი საქართველოს ელჩმა, გიორგი საგანელიძემ გადასცა.
ლუკაშენკო აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკა ბელარუსის პოლიტიკას აბსოლუტურად შეესატყვისება. მისი მტკიცებით, ის ნაბიჯები, რომელსაც "ოცნება" დგამს, საქართველოს სახელმწიფოებრიოს ინტერესშია. ბალარუსი დიქტატორი აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად მზად არის.