"ოცნების" პოლიტიკა ლუკაშენკოსთვის დადებითი მოვლენაა - პეტრე ცისკარიშვილი

12.03.25 11:42
"ოცნების" პოლიტიკა ლუკაშენკოსთვის დადებითი მოვლენაა - პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ბელარუსი საქართველოს კურსის შეცვლით მხოლოდ კმაყოფილია. პოლიტიკოსი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ბელარუსი დიქტატორი ლუკაშენკო რუსეთ-ბელარუს-საქართველოს კავშირს მოაიზრებდეს. 

ლუკაშენკოსთვის, რა თქმა უნდა, მხოლოდ დადებითი მოვლენაა ის, რომ საქართველოც მაგ მიმართულებით იყურება, ალბათ მომავალში მოიაზრებს რუსეთ-ბელარუს-საქართველოს საერთო კავშირს. შინაარსით ბელარუსი ხალხი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია, მაგრამ ამ დიქტატორის გამო ქვეყანა ჩაკეტილია რუსული გავლენის ორბიტის შიგნით და პირადად ლუკაშენკოსთვის მხოლოდ კარგია, რომ საეჭვიანოც არ აქვს, რომ სხვა ქვეყნები, ისეთი, როგორიც, მაგალითად, საქართველოა, მიდიოდნენ ევროპაში და თითონ რუსეთში რჩებოდეს. თავის 10 მლნ-იან მოსახლეობას დიდი სიხარულით ამცნობს, რომ აგერ, ჩვენ გზას დაადგა საქართველოც, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი.

იზოლაციაში მოქცეულ რეჟიმს ლუკაშენკო ამხნევებს. "ოცნების" მიმართით საქებარი სიტყვები ბელარუსმა დიქტატოირმა მას შემდეგ წარმოთქვა, რაც მას რწმუნებათა სიგელი საქართველოს ელჩმა, გიორგი საგანელიძემ გადასცა.

ლუკაშენკო აცხადებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პოლიტიკა ბელარუსის პოლიტიკას აბსოლუტურად შეესატყვისება. მისი მტკიცებით, ის ნაბიჯები, რომელსაც "ოცნება" დგამს, საქართველოს სახელმწიფოებრიოს ინტერესშია. ბალარუსი დიქტატორი აცხადებს, რომ საქართველოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად მზად არის.  

 

მსგავსი სიახლეები