რეჟიმმა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება იმიტომ ვერ გაბედა, რომ საკუთარი დაცვების შეეშინდა - უგულავა
გიგი გულავას თქმით, ე.წ. პიჯაკების საქმეზე რეჟიმმა რეჟიმმა სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას დაპატიმრება იმიტომ ვერ გაბედა და მხოლოდ ჯარიმით იმითომ შემოიფარგლა, რომ "საკუთარი დაცვების შეეშინდა".
სისტემამ და რეჟიმმა ვერ გაბედა თემურ ჯანაშიას დაპატიმრება. ვერ გაბედა ერთადერთი რამის გამო, მათ შეეშინდათ საკუთარი დაცვების, იმ ადამიანების, რომლებიც შევარდნაძესაც იცავდნენ, სააკაშვილსაც იცავდნენ და ეხლა მათ იცავს. მათი შეეშინდა, იმიტომ, რომ ამ ადამიანების ეს სიგნალია, რომ დღეს ერთგულად რომ ემსახურებიან, ხვალ დაიჭერენ", - ამბობს გიგი უგულავა.
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
პროკურატურა სააკაშვილს და ჯანაშიას საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით - 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.