სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს (ფოტოები)

12.03.25 14:07
სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის პროცესი მიმდინარეობს (ფოტოები)

თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და რეჟიმის კიდევ 7 პატიმრის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. 

პროცესი მტკიცებულებათა განხილვით გრძელდება.

მოსამართლე დავით მგელიაშვილმა უნდა გადაწყვიტოს,  საქმეზე არსებითი განხილვა გაგრძელდება, თუ საერთოდ შეწყდება სისხლის სამართლებრივი დევნა.

ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი სიახლეები