"არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, ილიაუნიში შემოარწიოს"- აქცია განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან
განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები აქციას მართავენ, სადაც უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხს ხელმეორედ განიხილავენ.
ადგილზე შეკრებილები პირდაპირ ამბობენ, რომ სასწავლებელს რეჟიმმა ომი იმის გამო გამოუცხადა, რომ ისინი თავისუფლებისთვის იბრძვიან.
სტუდენტები გვერდში ვუდგავართ ჩვენს უნივერსიტეტს. ეს არის ის სივრცე, სადაც შესაბამის განათლებას ვიღებთ, ეს არის ის სივრცე, რომელიც ჩვენთვის დასაკარგი ნამდვილად არ არის. ჩვენი პროტესტი მიემართება არამხოლოდ განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრს, არამედ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელიც ცდილობს ჩვენს უნივერსიტეტში შემოაღწიოს და ის თავისუფლება, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს, ჩაკლას"- აღნიშნავს ილიაუნის სტუდენტი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ გასული წლის 26 სექტემბერს მიიღო.
მაშინ, უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს.