"ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ახალი თანაინიციატორი ჰყავს
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" ახალი თანაინიციატორი ჰყავს - თეთრ სახლში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციით, აქტის ინიციატორებს კონგრესმენი ტომ სოუზი დაემატა.
"ქართული კოშმარის არაღიარების აქტი" კრძალავს "ბიძინა ივანიშვილის, ან მისი ლიდერობით მოქმედი საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას შეერთებული შტატების მხრიდან".
მასზე რესპუბლიკელი და დემოკრატი კონგრესმენები ჯო უილსონი და სტივ კოენი ერთობლივად მუშაობდნენ და ის ოფიციალურად კონგრესს ჯო უილსონმა კოენის თანაავტორობით წარუდგინა.