მოსამართლე ოტიაშვილმა კახა წიქარიშვილის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის მიერ იურისტ კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად დანიშვნის გადაწყვეტილება გააუქმა.
მოსამართლე ბაია ოტიაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე მანუჩარ კაკოჩაშვილის დანიშვნის დავალება გასცა.
საქმე პრეცედენტულია და სამართალთან საერთო არაფერი აქვს - აცხადებს საბჭოს წევრობის კანდიდატი.
ის, ვინც გარკვეულია სამართალში, ეს გადაწყვეტილება შეიძლება იყოს ფანტასტიკის სფერო. როგორ შეიძლება სასამართლომ კონსტიტუციურ ორგანოში პრეზიდენტს დაავალოს კონკრეტული ადამიანის დანიშვნა. თეორიულად შეიძლება რაღარც განკარგულება გააბათილა, მაგრამ როგორ შეიძლება პრეზიდენტს ადაავალოს, კონკრეტული ადამიანი დანიშნოს. ეს იმდენად გასცდა კონსტიტუციას და სამართალს, რომ ელემენტარულ ლოგიკასაც ეწინააღმდეგება.
როგორც კი ყაყოჩაშვილმა შემოიტანა სარჩელი, სასამართლომ მყისიერად გამიჩერა უფლება-მოსილება. ამის შემდეგ მოსამართლე არაფერს აკეთებს, 5 თვე ელოდება პრეზიდენტის შეცვლას. როგორც კი პრეზიდენტი შეიცვალა, მოვიდა ახალი წამომადგენელი და თქვა, რომ მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელს ვეთანხმებით"
ვინ არის მანუჩარ კაკოჩაშვილი?
- სწორედ კაკოჩაშვილია ის პირი, რომელლის საჩივრის საფუძველზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტ ზურაბიშვილის კანდიდატურა დაბლოკა.
- კაკოჩაშვილი, რომელიც პრეზიდენტს უჩიოდა, იურისტია. მას კონკურსის დროს არანაირი შენიშვნა არ ჰქონია და კანდიდატის შერჩევის შემდეგ პირდაპირ სასამართლოს მიმართა.
- ცნობისთვის, კახა წიქარიშვილი 2024 წლის 15 ივლისს სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა.
- წიქარიშვილს რეკომენდაცია შესარჩევმა კომისიამ გაუწია – 5 კანდიდატიდან პრეზიდენტს გიორგი ბურჯანაძის და კახა წიქარიშვილის კანდიდატურები წარედგინა, სალომე ზურაბიშვილმა კი საბჭოში კახა წიქარიშვილი დანიშნა.
- 22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქალაქო სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნაზე პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
სასამართლოს საბჭოს წევრობის კანდიდატმა, მანუჩარ კაკოჩაშვილმა მიმართა. ის სარჩელში მოითხოვდა წიქარიშვილის დანიშვნის ბათილად ცნობას და მის ნაცვლად საბჭოში თავისი კანდიდატურის დანიშვნას.