პრეცედენტული განაჩენი მესამე პრეზიდენტის საქმეზე - 23 წუთში გამოცხადებული ვერდიქტი და ზეიმი კრემლში
პოლიტიკური ვერდიქტის გამოსაცხადებლად ბადრი კოჭლამაზაშვილს 23 წუთი ეყო - საქართველოს მესამე პრეზიდენტს ცხრა წლით თავსიუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
განაჩენის გამოცხადებისას სიტყვა ბადრი კოჭლამაზიშვილს რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. მოსამართლემ 6 პიჯაკის და 1 ქიშმირის პალტოს საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 2030 წლის ოქტომბრამდე განუსაზღვრა ციხეში ყოფნის დრო.
11 წლიანი განხილვის შემდეგ ე.წ. პიჯაკების საქმეზე, სასამართლომ დამნაშავედ ცნო თემურ ჯანაშიაც, თუმცა სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილ შეფის წინააღმდეგ აღძრული მუხლი გადაუკვალიფიცირდა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის 300 ათას ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა.
11 წლიანი მცდელობის მიუხედავად, თანხების მითვისება პრეზიდენტ სააკაშვილს სასამართლომ ვერ დაუდასტურა, ეს მაშინ, როცა 11 წელი ისმოდა ბრალდება, რომ "სააკაშვილმა 19 მილიარდი მიპარა", "ფულს უცხოეთში მალავს", საბოლოოდ კი სასამართლოში მის წინააღმდეგ მტკიცებულებებს შორის არის - უცხოეთში ვიზიტის დროს გაკეთებული ხარჯები, ექვსი პიჯაკი და ერთი ქიშმირის პალტოს შეძენა, ჰილარი კლინტონის "რედ ბულით" და ქართლი თხილით გამასპინძლების ქვითარი, ასევე თაიგულების და საჩუქრების შესაძენად გაწეული ხარჯები.
ვერდიქტს კლინიკა ვივა-მედში ისმენდა თავად მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის ცხრა წლით ციხეში გაშვებას რუსული მედია და ქართული ოცნება ზეიმობს. პუტინის კონტროლირებადი ტელევიზიები და გაზეთები აჭრელებულია ამბით როგორ სამაგალითოდ დასაჯა ბიძინა ივანიშვილის გუნდმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი.