ხელის თხოვნა განსასჯელის სკამიდან - რეჟიმის სისასტიკემ პატიმრები ვერ გატეხა

12.03.25 20:37
ხელის თხოვნა განსასჯელის სკამიდან - რეჟიმის სისასტიკემ პატიმრები ვერ გატეხა

გოგოს, რომელზე დაქორწინებასაც დაკავებამდე გეგმავდა, ირაკლი მიმინოშვილმა დღეს ხელი პირდაპირ განსასჯელის სკამიდან სთხოვა. სინდისის პატიმარმა მანამდე მოსამართლეს სთხოვა, მისთვის სიტყვის თქმის უფლება მიეცა - მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებში ამხნევებდა.

სინდისის პატიმრების 6 საათიან პროცესს დღეს ემოცია არ აკლდა. ბრალდებულების ნაწილს სიტყვა არ უთქვამს საკუთარი დრო თანამოაზრეს დაუთმეს. ვეფხია კასრაძემ რეჟიმს მიმართა, რომ მზად იყო, ახალგაზრდების გათავისუფლების შემთხვევაში ციხეში სასჯელი მათ ნაცვლადაც მოეხადა.

მგელიაშვილმა საქმე არ აიცილა,  გამოაცხადა რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდოდა და სხდომა დახურა. მოსამართლის გადაწყვეტილებებმა სხდომაზე დამსწრე სინდისი პატიმრების გაღიზიანება გამოიწვია და ხმაური სასამართლოს დერეფანსა და ეზოში გაგრძელდა

სინდისის პატიმრების საქმის განხილვა 14 მარტს გაგრძელდება. 

სინდისის პატიმრების საქმე - სოფო ნიაური დეტალებით