სკანდალი: სინდისის პატიმარმა რეჟიმი დამამცირებელ მოპყრობაში ამხილა
"ყოველ წამოსვლაზე მაშიშვლებენ და ბუქნებს მაკეთებინებენ" - ამ დამამცირებელ პირობებში არიან სინდისის პატიმრები, როდესაც ციხიდან სასამართლოში პროცესზე მიჰყავთ. 29 წლის არჩილ მუსელიანცმა დღეს მოსამართლის თანდასწრებით რეჟიმი დამამცირებელ მოპყრობაში ამხილა. ირკვევა, რომ ფსიქოლოგიური ტერორის ანალოგიურ მეთოდების იყენებენ სინდისის სხვა პატიმრების წინააღმდეგაც.
მოსამართლე, გიორგი არევაძემ არჩილ მუსელიანც არც კი მოუსმინა, პროკურატურას კი შაბლონური პასუხი აქვს - "თუ დარღვევა გამოვიძიებთ".
არჩილ მუსელიანცს რეჟიმის პარლამენტთან დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის დაზიანებას ედავება. 500 ლარიანი ზარალის გამო მას 6 წლით პატიმრობა ემუქრება.