ევროპარლამენტი ახალ არჩევნებს ითხოვს
ქართული კოშმარის არაღიარების აქტის მხარდამჭერთა რიცხვი იზრდება. ოლიგარქის რეჟიმის არაღიარებას უკვე მხარს უჭერს კონგრესმენი ტომას სუოზი. ის დემოკრატი კონგრესმენია, რომელიც ამერიდან აქტის თანასპონსორი იქნება და რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ შტატების წარმომადგენლობით პალატაში აქტმა წარმატება მიაღწიოს და საბოლოოდ, ძალაში შეუვიდეს.
გამომდინარე იქიდან, რომ "ოცნების" რეჟიმის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არც შტატები აძლევს ლეგიტიმაციას, ამ აქტს, რომელიც კონგრესში რესპუბლიკელმა ჯო უილსონმა დაარეგისტრირა წარმატების მაღალი შანსი აქვს.
ევროპარლამენტარები ივანიშვილის რეჟიმს მოუწოდებენ, დანიშნოს ახალი არჩევნები, რომლის ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ გედგება. სტრასბურგში შეკრებილი დეპუტატები ევროპის უსაფრთხოებაზე მსჯელობდნენ, მაგრამ საქართველო მათი პოლიტიკური განცხადებების მიღმა არ დარჩენილა. ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება ერთადერთი გზაა, ქვეყანამ პოლიტიკური კრიზისი დაძლიოს.
ევროპარლამენტარები ღიად ამბობენ, რომ ივანიშვილის თვითგამოცხადებულმა რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს და ამის ერთადერთი გზაა სანქციებია.