დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტის მქონე "ოცნების" ჩინოვნიკები ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უვიზოდ იმოგზაურებენ
"ქართული ოცნების" ჩინოვნიკები, რომლებსაც დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტები აქვთ, ტიმორ ლესტეს დემოკრატიულ რესპუბლიკაში უვიზოდ იმოგზაურებენ - ამის შესახებ განკარგულებას ხელი ირაკლი კობახიძემ მოაწერა.
იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა სამსახურებრივი პასპორტების მქონე "ოცნების" ჩინოვნიკებს უვიზო მიმოსვლა გაუფორმა, კობახიძე სხვა ქვეყნებთან ანალოგიური პრივილეგიების მინიჭების საკითხს აფორმებს.
ტიმორ ლესტეს დემოკრატიული რესპუბლიკა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მდებარეობს. უჭირავს კუნძულ ტიმორის აღმოსავლეთ ნაწილი, მისი დედაქალაქია დილი.