ფიზიკური ანგარიშსწორება აქტივისტზე - "ცალსახად ხელისუფლების ორგანიზებული თავდასხმაა"

13.03.25 11:54
ფიზიკური ანგარიშსწორება აქტივისტზე - "ცალსახად ხელისუფლების ორგანიზებული თავდასხმაა"

ამ დრომდე უცნობია, დაიწყო თუ არა  გამოძიება ვახო გომელაურის უწყებამ სამოქალაქო აქტივისტის ცემის ფაქტზე. ირკვევა, რომ ლაშა გოგებაშვილს თავს გუშინ დაესხნენ.  გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ფიზიკურად რამდენიმე პირი გაუსწორდა და სასტიკად სცემეს.  გოგებაშვილი ის აქტივისტია, რომელმაც ერთ-ერთ პირდაპირი ეთერის დროს იხუმრა და ამ ფორმით გააპროტესტა ივანიშვილის რჩეული ყაველაშვილის პრეზიდენტად დანიშვნაა.

აქტივისტებს რჩებათ განცდა რომ ეს იყო ორგანიზებული დანაშაული, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ცემის მომენტში, აქტივისტს უღებდნენ ვიდეოებსაც.

ადამიანებს აწამენ და ვიდეოს უღებენ იმისთვის, რომ ვირაცამ ნახოს და ამით ისიამოვნოს. ეს განა ნორმალურია?!"

ეს ცალსახად ხელისუფლების ორგანიზებული თავდასხმაა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი პასუხი იყოს მწყობრი. ისე, როგორც სტუდენტების თანადგომის კონტექსტში ვდგავართ ერთად, ვიდგეთ ყველა მიმართულებით ერთად და ხელისუფლებას არ მივცეთ ჩვენი აქტივისტების და თანამებრძოლების ჩაგვრის უფლება" - ამბობენ აქტივისტები. 

ინფორმაცია, რომ აქტივისტ ლაშა გოგებაშვილს თავს დაესხნენ, ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთმა დამფუძნებლმა, ქრისტინე ბოტკოველმა (ნენსი ვოლანდი) გაავრცელა.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ლაშა გოგებაშვილი „დაასისხლიანეს“ და ვიდეოს უღებდნენ. აქტივისტი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე“ წერს, რომ მას „ზონდერები ყაველაშვილმა მიუგზავნა“.

ლაშა გოგებაშვილი მომხდარზე ამ ეტაპზე სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს - "პირველების" ინფორმაციით, აქტივისტი შსს-ს ნაბიჯებს ელოდება. 

მსგავსი სიახლეები