მზია ამაღლობელი მოსამართლეს: "საქმე რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია"

13.03.25 12:15
მზია ამაღლობელი მოსამართლეს: "საქმე რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია"

"საქმე რომელსაც განიხილავთ, გაყალბებულია. საქმეში არის ცრუ ჩვენებები და ოქმიც არის გაყალბებული"- ამ სიტრყვებით მიმართა "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელმა მზია ამაღლობელმა მოსამართლე სალიხ შაინიძეს, რომეიც ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს.

რეჟიმის ტყვე ჟურნალისტის თქმით,  საქმეში რეალობა არის მხოლოდ ის, რომ პოლიციის შენობის ფასადზე სტიკერი ნამდვილად გააკრა და ეს სრულიად გააზრებულად გააკეთა.

კანონსაწინააღმდეგო მოქმედებები არ ჩამიდენია და არც მოწოდებები იყო. ამას არ ჰქონდა ადგილი უბრალოდ. ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფასო, ესეც სიცრუეა. უბრალოდ ვერ ნახავენ კადრს ან ადამიანს, რომ ამ სიტყვებს გამოვიყენებდი მე. არც დახურულ სივრცეში და არც საჯაროდ სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია. კარგი იქნება, თუ სასამართლო მე და ჩემ ადვოკატებს მოგვცემს იმის უფლებას, რომ ჩემი უკანონო დაკავება დავამტკიცოთ“, - განაცხადა მზია ამაღლობელმა.

სასამართლო სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ამტკიცებდა, რომ თითქოს:„აქციის მიმდინარეობისას მზია ამაღლობელი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს;

ცრუ ჩვენებაში დადაბაშაულებული პოლიციელი ირწმუნება, რომ ჟურნალისტი იყენებდა შეურაცხმყოფელ სიტყვებს: „რუსეთის მონები“

"არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის არ დაემორჩილა მოწოდებას და უწევდა მათ წინააღმდეგობას, რის შემდეგაც დააკავეს“ - ამტკიცებდა შსს-ის თანამშრომელი.

ადვოკატების, უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენელთა თქმით, მზია ამაღლობელის დაკავების შესახებ ოქმი გაყალბებულია:

  • „ოქმს ირაკლი დგებუაძის მოადგილე, გოჩა ვანაძე აწერს ხელს, სინამდვილეში კი მზია ამაღლობელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, გრიგოლ ბესელიამ დააკავა, რაც ვიდეო-კადრებით დასტურდება.

სწორედ ეს კადრები აჩვენეს პოლიციელ გოჩა ვანაძეს ადვოკატებმა, თუმცა მან ბესელია საერთოდ არ ახსენა და მიუთითა რომ დაკავების მომენტში "იქვე გვერდით იდგა". 

მსგავსი სიახლეები