ჩაიტარებს თუ არა შალვა პაპუაშვილი ნარკოტესტს? - "ოცნების" ლიდერის პასუხი

13.03.25 15:11
ჩაიტარებს თუ არა შალვა პაპუაშვილი ნარკოტესტს? - "ოცნების" ლიდერის პასუხი

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მზად არის ნარკოლოგიური ტესტირება ჩაიტაროს. არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე დღეს დაინტერესდა აღნიშნული ტესტი გავლილი აქვთ თუ არა ოპოზიციის იმ წევრებს, რომლებმაც პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადეს.

  • ეს განცხადება პაპუაშვილმა  „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ბრიფინგის საპასუხოდ გააკეთა.

მზად ვართ, ყველა დეპუტატს აქვს ეს გავლილი. კანონმდებლობით არის ეს მოთხოვნა. არვიცი სხვათშორის, ის ოპოზიციის წევრები, რომლებიც არ შემოვიდნენ პარლამენტში, მათ თუ ჩააბარეს ეს ნარკოტესტი. გასაჯაროება რავიცი, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი შემდეგ იწყებს მუშაობას საჯარო სამსახურში, ან თუნდაც პარლამენტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ტესტი იყო უარყოფითი", - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 

ცნობისთვის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ „სავალდებულო ნარკოშემოწმების წესში ცვლილებების შეტანის ნაცვლად, თავად გაიარონ ნარკოშემოწმება და საზოგადოებას წარუდგინონ შემოწმების შედეგები“. „ვურჩევ დაიწყოს „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნით, კახა კალაძით“, - განაცხადა საბა ბუაძემ.

მსგავსი სიახლეები