"ოცნება" ყველაფერს აკეთებს, რომ სტრატეგიული ქონება, გეოგრაფია, აჩუქოს ჩინეთს- ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩინეთს საქართველოს სტრატეგიული ქონება და გეოგრაფიული მდებარეობა აჩუქოს.
მისივე შეფასებით, შავ ზღვაში აშშ-ს შემოსვლა ყველაზე მეტად რუსეთს არ აწყობს:
"ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტრატეგიული ქონება, გეოგრაფია, აჩუქოს ჩინეთს. ამერიკელების შავ ზღვაში შემოსვლა, ამერიკული ინვესტიცია ანაკლიაში ნიშნავდა დასავლური პოზიციების გამყარებას საქართველოში, შესაბამისად შავ ზღვაზე. ეს ნიშნავდა შავი ზღვის უსაფრთხოების სისტემაში სრულფასოვნად ჩართვაზე. ეს ყველაზე უფრო სახიფათო პროექტია რუსეთისთვის.
ამ რეგიონში ჩინეთის ფეხის მოკიდება მაშინ, როდესაც მათ აქვთ წარმოუდგენლად მაღალი ხარისხის სტრატეგიული თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის ინტერესებშია. მთელი ტრაგიზმი ამ ისტორიის იმაშია, რომ მაშინ, როდესაც ქართველ ამომრჩეველს აქვს განცდა, რომ ჩინური ინვესტიციაა საქართველოში, რეალურად ეს ჩვენი დასავლელი მეგობრების ფულია.
წარმოუდგენელი სისწრაფით, "მოულოდნელად" სულ ჩინური კომპანიები იმარჯვებენ და ასე გაიმყარეს მათ პოზიცია. არ ჩანს არანაირი წინაპირობა იმისი, რომ ჩინური მხარე დღეს მზად იყოს დიდი ინვესტიციისთვის. მთელი ეს აბსურდი ემსახურება იმას, რომ ფორმალიზება მოხდეს გადაცემის. მათ ხელში ჩაიგდონ პორტი. მთავარი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ახლადარჩეული ხელისუფლება, რადგან რთული იქნება ამ ხელშეკრულებიდან გამოსვლა". - განაცხადა თინა ხიდაშელმა.