გახარიას გუნდი კალაძეს: "კაცობაში ჩაჭრილი, ჭორიკანა მერი"

13.03.25 15:40
გახარიას გუნდი კალაძეს: "კაცობაში ჩაჭრილი, ჭორიკანა მერი"

"კაცობაში ჩაჭრილი, ჭორიკანა მერი" - ასე პასუხობს ექსპრემიერის თანაგუნდელი კახა კალაძის განცხადებას, რომელიც მან ნარკო ტესტის ჩატარების თემაზე გააკეთა და ამ კონტექსტში გიორგი გახარია ახსენა. 

არა, გახარია ნამდვილად არ ხარ. სულ კი გინდოდა ყოფილიყავი, მაგრამ მაგისთვის კორუფცია და ჭორაობის სიყვარული უნდა დაგეთმო. არც ერთი გეთმობოდა და არც მეორე. ამიტომ, დარჩი თბილისის კორუმპირებულ და პლუს კაცობაში ჩაჭრილ, ჭორიკანა მერად"- წერს ნათია მეზვრიშვილი. 

დედაქალაქის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ის მზად არის ნებისმიერ დროს ჩაიტაროს ნარკოლოგიური ტესტირება. ამით კალაძე „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებას გამოეხმაურა.

ნებისმიერ დროს [მზად ვარ], გახარია ხომ არ ვარ გავიქცე და დავიმალო?!“ - განაცხადა კალაძემ. 

მსგავსი სიახლეები