რატომ არის გასაიდუმლოებული "ოცნების" წევრების ნარკოტესტის შედეგები?

13.03.25 20:35
რატომ არის გასაიდუმლოებული "ოცნების" წევრების ნარკოტესტის შედეგები?

რატომ არის გასაიდუმლოებული "ოცნების" წევრების ნარკოტესტის შედეგები? - ოლიგარქის პარტიის წევრები ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარებაში პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა უკვე ჩატარებული ტესტების გასაჯაროებას არ თანხმდებიან. მათი სიფხიზლის ხარისხი "ძლიერმა საქართველომ" ეჭვქვეშ მას შემდეგ დააყენა, რაც ოცნებამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრების ინიციატივა დააყენა.

დღეს საბა ბუაძემ "ქართულ ოცნებას" ნარკოტესტის ჩატარების და შედეგების გასაჯაროებისკენ მოუწოდა. ოპოზიციას ეჭვი აქვს რომ ოცნების დაანოსებული ნარკოპოლიტიკის გამკაცრება არა რელაურად მძიმე პრობლემის მოგავრებას, არამედ კიდევ ერთი რეპრესიული ბერკეტის მიღებას ემსახურება . 

ივანიშვილის დეპუტატებმა ნარკოლოგიური შემოწმება ორი თვის წინ მაშინ გაიარეს, როდესაც პარლამენტში დეპუტატის მანდატი აიღეს. ახლა მთელი ოთხი წლის განმავლობაში, ამ შემოწმებისგან ისინი სრულიად თავისუფლები იქნებიან და მათ სიფხიზლესაც ვერავინ ვერასდროს შეამოწმებს.  

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.
 

მსგავსი სიახლეები