"ძლიერი საქართველო" ანაკლიის პორტის შესახებ, საარბიტრაჟო დავებში დახარჯული თანხების ოდენობის გასაჯაროებას ითხოვს

14.03.25 15:34
"ძლიერი საქართველო" ანაკლიის პორტის შესახებ, საარბიტრაჟო დავებში დახარჯული თანხების ოდენობის გასაჯაროებას ითხოვს

"ძლიერი საქართველო" იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით მიმართავს - ოპოზიციური კოალიცია ანაკლიის პორტის შესახებ, საარბიტრაჟო დავებში დახარჯული თანხების ოდენობის გასაჯაროებას ითხოვს.

აღნიშნული მოთოვნა სამინისტროშ დღეს თაზო დათუნაშვილმა შეიტანა.

"ძლიერ საქართველოს" აინტერესებს, რამდენი გადაიხადა სახელმწიფომ "ანაკლიის კონსორციუმთან" დავაში.

ჩვენ, დღეს ოფიციალურად "ძლიერი საქართველოს" სახელით, მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რომლის არმოწოდების უფლება უბრალოდ არ აქვთ იუსტიციის სამინისტროდან - მოვითხოვთ გვეცნობოს, თუ რამდენი მილიონი ლარი დახარჯა იუსტიციის სამინისტრომ "ანაკლიის კონსორციუმთან" დავაში უკანასკნელი წლების განმავლობაში და კიდევ რამდენის დახარჯვას აპირებს 20205 წელს. დარწმუნებულები იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, რომ მათი გადასახადებით გადახდილი ათეულობით მილიონი, რომელიც დაიხარჯა "ანაკლიის კონსორციუმთან" დავაში, კიდევ ფარული ხარჯები, რომელიც დაიხარჯა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გაშავებაში. ფაქტიურად, საკმარისი იქნებოდა მთელი ეს თანხა, რომ დაწყებულიყო ანაკლიაში მშენებლობის პროცესი და პირველადი გარანტიები ფინანსური შექმნილიყო და ეს ხელისუფლება, იმის ნაცვლად, რომ 600 მილიონი დოლარი მოიძიოს ახლა, ათობით მილიონ ლარს ხარჯავენ საერთაშორისო იურიდიული კომპანიებსი ხარჯებად "ანაკლიის კონსორციუმთან" დავის მომსახურებაში", - ამბობს თაზო დათუნაშვილი. 

მსგავსი სიახლეები