მოლაპარაკებების ახალი რაუნდი - ზურაბიშვილი ოპოზიციურ კოალიციებს ინდივიდუალურად ხვდება

14.03.25 17:21
მოლაპარაკებების ახალი რაუნდი - ზურაბიშვილი ოპოზიციურ კოალიციებს ინდივიდუალურად ხვდება

მეხუთე პრეზიდენტმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. უკვე რამდენიმე საათია, სალომე ზურაბიშვილის ოფისში პროდასავლური ოპოზიციური პარტიები და კოალიციები მეხუთე პრეზიდენტთან იდნივიდუალურ შეხვედრებს მართავენ. 

ახლა მეხუთე პრეზიდენტი ყველას მოსაზრებას ისმენს - ვის როგორ წარმოუდგენია ერთობა, გზა ახალი არჩენებისკენ, პოლიტიკური პატიმრებისს ციხეებიდან დახსნა და საერთო ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ. ამ შეხვედრების და საუბრების შედეგები საზოგადოებისთვის ცნობილი, წესით, 31 მარტის საღამოს უნდა გახდეს.  

უკვე ერთი საათია პრეზიდენტს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხვდებიან. შეხვედრაზე შესვლამდე მათ თქვეს, რომ არ იციან, რატომ გადაწყვიტა ზურაბიშვილმა, რომ ოპოზიციასთან შეხვედრები ინდივიდუალურად გაემართა. 

საკითხი შეხედრის არ განხილულა მოწვევის გზავნილში, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან აუცილებლად ვისაუბრებთ 31 მარტზე, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ ჩვენი დღევანდელი ბრძოლისთვის. მე ძალიან არ მიყვარს ყალბი მოლოდინების შექმნა, ამიტომ იქნება თუ არა ეს ერთობის თარიღი, მე ამაზე წინსწრებით, ერთი კოალიციის და პარტიის სახელით, რა თქმა უნდა, ვერ ვისაუბრებ. ჩვენი მოსაზრებები ერთობასთან დაკავშირებით ცნობილია საზოგადოებისთვის. მათ შორის, არჩევნებამდეც და დღესაც მიგვაჩნია, რომ ქვეყნის ხსნა სწორედ ერთობაშია. მიმაჩნია, რომ ეს არის გამოსავალი, თუმცა ეს არის მხოლოდ ერთი კოალიციის მოსაზრება და პოზიცია, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

სალომე ზურაბიშვილი დღეს სტუდენტებს და სამოქალაქო აქტივისტებსაც შეხვდება. ევროპული მომავლის მცველები ფიქრობენ, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახლა სწორედ საზოგადოებრივი პროტესტია.

კრიზისიდან გამოსვლის გზები, მე მგონია, რომ ისევ საზოგადოებრივ აქტიურობაზე გადის. აგერ, ჩვენ ვხედავთ, რამდენიმე დღის წინ ბრძოლით მოიპოვეს სტუდენტება ეთერები. სტუდენტების გაერთიანებას ვხედავ. მალე, 14 აპრილი ახლოვდება. 14 აპრილიც ძალიან სიმბოლური დღეა სტუდენტების აქტიურობის და ბრძოლის მხრივ. ამიტომ, ჩემი აზრით, ისევ საზოგადოებრივი, სამოქალაქო პროტესტი უნდა გაძლიერდეს, - ამბობს აქტივისტი.

მსგავსი სიახლეები