ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტირებაზე უარს ამბობენ - საგანგაშო კვლევა

14.03.25 20:34
ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტირებაზე უარს ამბობენ - საგანგაშო კვლევა

ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტირებაზე უარს ამბობენ. მიზეზი ბიძინა ივანშვილის რეჟიმია, რომელმაც ქვეყანა პოლიტიკური კრიზისში შეიყვანა. შედეგად, საქარველოში ფულის ჩადება აღარავის უნდა.

ანგარიში ბიზნესკლიმატზე ევროკავშირმა გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ევროპული კომპანიები საქართველოში ინვესტირებაზე უარს პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ამბობენ. მგდომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დამძიმდა, რაც "ოცნების" რეჟიმმა ევროკავშირში ინტეგრაციაზე უარი თქვა.

ეს განცხადება ევროპული ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა BMG-თან ინტერვიუში გააკეთა. ჯონ ბრეკეველდტი ღიად ამბობს, რომ ევროპული კომპანიები ინვესტიციებს აპაუზებენ და მათი დარწმუნება, რომ სამუდამოდ არ დატოვონ საქართველო, სულ უფრო რთული ხდება.

ევროკაშირმა კვლევის ფარგლებში 200 ევროპული კომპანია გამოკითხა. ბიზნესმენები ამბობენ, რომ პლიტიკური არასტაბილურობა, სამუშაო კადრების დეფიციტი და მიკერძოებული სასამართლო სისტემა ბიზნესისთვის მთავარ დაბრკოლებას ჰქმნის, რის გამოც, ახალ ინვესტიციას ევროპიდან აღარავინ ახორციელებს.

მხოლოდ 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 30 პროცენტით შემცირდა. ბიზნესმენები უმძიმეს სცენარს განიხილავენ და ამბობენ, რომ ინვესტიციების კლება გაგღძელდება, სანამ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა იქნება.

ინვესტორებს ყველაზე მეტად საქართევლოს საგარეო კურსი აბნევს, რაც პირდაპირ აისახება ინვესტიციებზე. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.  იმისთვის, რომ უცხოელმა ივესტორებმა ქვეყანა არ დატოვონ, აუცილებელია დამოუკიდებელი სასამარლო სისტემა, რაც მურუსიზე-ჩინძალაძის კლანის პირობებში შეუძლებელი ხდება. ბიზნესმენი რესან ქიქავა ამბობს, რომ თუ ინვესტორი სასამართლოს არ ენდობა, ის ქვეყანაში ფულს უბრალოდ არ ჩადებს.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები