არცერთი შენიშვნა და არანაირი მსჯელობა - "ოცნებამ" ანტინარკოტიკული კანონპროექტი დაამტკიცა

14.03.25 20:51
არცერთი შენიშვნა და არანაირი მსჯელობა - "ოცნებამ" ანტინარკოტიკული კანონპროექტი დაამტკიცა

არცერთი კითხვა და არცერთი პასუხი, არანაირი განსხვავებული აზრი და წინადადება - "ქართულმა ოცნებამ" ნარკოპოლიტიკის გამკაცრებული კანონპროექტები პირველი მოსმენით კომიტეტის სხდომაზე ისე დაამტკიცა, რომ საკითხზე არანაირი მსჯელობა არ ყოფილა. თუ აქამდე "ოცნების" დეპუტატები იმიტაციას მაინც ქმნიდნენ და კითხვებს ფორმალურად მაინც სვამდნენ, დღეს თავი ამისთვისაც არ შეიწუხეს. ივანიშვილის პარტიამ ნარკოპოლიტიკის გამკაცრებას მხარი ისე დაუჭირა, რომ არცერთი განსხვავებული აზრი არც მესამე სექტორის და არც სპეციალისტებისგან არ მოუსმენიათ. 

უკვე ერთი კვირაა "ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმშია. "ოცნებაში" აღიარებენ, რომ ნარკოტიკების თვალსაზრისით, ქვეყანაში მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ეს შედეგი კი "ქართული ოცნების" 12 წლიანი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში დადგა. თავს იმართლებენ იმის გამოც, რომ წლების წინ თავად ჰქონდათ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა და ივანიშვილი თავად აპირებდა მარიხუანას პლანტაციების გაშენებას, თუმცა დღეს აცხადებენ, რომ მაში, გარედან თავს მოხვეული პოლიტიკის მსხვრეპლები იყვნენ. 

მაშინ, როდესაც ქვეყანაში ტოტალური კონტროლი მიმდინარეობს, საინტერესოა, საზღვარზე როგორ შემოდის ნარკოტიკები ისე, რომ ამას ვერც სუსი ხედავს, და ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვინ დგას ნარკობიზნესის სათავეში და ხომ არ მფარველობს ამ ბიზნესს თავად ხელისუფლებასთან მჭიდრო კავშირებში მყოფი ადამიანები? ოპოზიციას ამის დასამტკიცებლად არაერთი არგუმენტი აქვს. 

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები