დიდი ერთობა საერთო მიზნისთვის - ზურაბიშვილმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო

14.03.25 20:31
დიდი ერთობა საერთო მიზნისთვის - ზურაბიშვილმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო

სალომე ზურაბიშვილმა დღეს მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო. პროდასავლურ ოპოზიციასთან გაფართოებული შეხვედრების შემდეგ ჯერი დადგა პარტიებთან და კოალიციებთან ინდივიდუალური შეხვედრების.

ვინ დათანმხდება 31 მარტს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანი ფრონტით შესვლას? ამ კითხვას პასუხის 17 დღეში ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე გაეცემა. "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ დიდ აქციაზე, რომელიც ისტოიორულ დღეს არის დანიშნული, დიდი გაერთიანების შესახებ უნდა გამოცხადდეს. ეს არ იქნება ერთი პოლიტიკური გაერთიანება, ეს იქნება, აქტივისტების, სამოქალაქო სექტორის და ოპოზიციის მონაწილეობით სალომე ზურაბიშვილის გარშემო შექმნილი ახალი მოძრაობა.

ზურაბიშვილი დღეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერებსაც შეხვდა. "პირველების" ინფორმაციით, 31-მარტს სააზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, რომ ერთიანი ფრონტის გარშემო გაერთიანებული ოპოზიცია ერთობლივ შეხვედრებს გამართავს დასავლეთში, საქართველოს მთავარ პარტნიორებთან. ეს იქნება არა ერთი პარტიის ოფიციალუირი შეხვდრა, არამედ გაერთიანებული პროდასავლური ძალების ლიდერების ერთობლივი ძალისხმევა, რომ ქვეყანა ახალ არჩევნებამდე მიიყვანონ. 

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები