მკვლელობა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
ე.წ. კანონიერი ძმის მკვლელობა ვაკეში - "პირველების" ინფორმაციით, ამ წუთებში კრიმინალური პოლიცია თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
"ტვ პირველის" რედაქციას წყარო აწვდის ინფორმაციას, რომ საქმე ეხება თბილისის ცენტრში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს და ჩხრეკაც პოლიცია სწორედ მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის სახლში ატარებს.
ერთ-ერთი არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელია. არსებობს კიდევ ერთი ვერსია, რომ ქილერი არ არის საქართველოს მოქალაქე და საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოვიდა.
წუხელ, გვიან ღამით, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლული მამაკაცი - ლევან ჯანგველაძე ე.წ. კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმაა.
ადგილიდან ამოღებული სათვალთვალო ვიდეო-კამერების გაშიფვრის შემდეგ, ჩნდება გონივრული ვარაუდი, რომ ქილერი მკვლელობის მომენტში სილიკონის ნიღაბს ატარებდა.