"MEGOBARI აქტი" გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს - რიში

16.03.25 10:27
"MEGOBARI აქტი" გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს - რიში

MEGOBARI აქტი" გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, - ამის შესახებ რესბულიკელა სენატორმა ჯიმ რიშმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ეს კანონპროექტი ამერიკას მისცემს ინსტრუმენტებს, რომელიც ქართველებს სამართლიანობის აღდგენაში დაეხმარება. 

საქართველოს მეგობრები მთელი მსოფლიოდან შოკირებულნი და შეძრწუნებულნი არიან ხელისუფლების ავტორიტარიზმისკენ სვლით და დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების ძალადობრივი დარბევით. ეს კანონპროექტი გააგზავნის ძლიერ გზავნილს, რომ ამერიკა მხარს უჭერს ქართველ ხალხს მაშინ, როდესაც ის თვითგამორკვევის უფლებისთვის იბრძვის და ამერიკას მისცემს ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს ქართველებს, აღადგინონ სამართლიანობა თავიანთ პოლიტიკურ სისტემაში, - ამბობს რიში.

"მეგობარი აქტი" სენტში დარეგისტრირდა. ქართველი ხალხის მხარდამჭერი კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური ნაბიჯების გამო "ოცნების" სანქცირებას მოიაზრებს და სენატში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, წინ მიიწევს.  

მსგავსი სიახლეები