არ შეგვიძლია, ზურგი ვაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის - შაჰინი

16.03.25 10:37
არ შეგვიძლია, ზურგი ვაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის - შაჰინი

დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ რუსეთის მცდელობების ფონზე, ძირი გამოუთხაროს დემოკრატიას მთელ რეგიონში, საქართველოს მარტო ვერ დატოვებს. ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. 

იმ დროს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს დემოკრატიებს მთელ რეგიონში, ჩვენ არ შეგვიძლია ზურგი ვაქციოთ მთავარ პარტნიორს, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის. მოუთმენლად ველი თავმჯდომარე რიშთან ერთად მუშაობას, რათა ეს კანონპროექტი სწრაფად გაიტანოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, - ამბობს შაჰინი.

"მეგობარი აქტი" სენტში დარეგისტრირდა. ქართველი ხალხის მხარდამჭერი კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური ნაბიჯების გამო "ოცნების" სანქცირებას მოიაზრებს და სენატში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, წინ მიიწევს.