"ოცნება" იზოლაციაში რჩება და ამის მთავარი სიმპტომი "MEGOBARI აქტია" - მელაშვილი

16.03.25 14:39
"ოცნება" იზოლაციაში რჩება და ამის მთავარი სიმპტომი "MEGOBARI აქტია" - მელაშვილი

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელი, მკვლევარი გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ აშშ-ს მიერ ინიცირებული მეგობარი აქტი "ოცნებისთვის" უარღესად მკაცრი იქნება. მისი თქმით, 21 იანვრის შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლება ამ დრომდე იზოლაციაშ რჩება და ამის მთავარი სიმპტომი სოწრედ მეგობარი აქტია. 

იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და აშშ-სსტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, ეს აქტი გახდება ის ფუნდამენტური საკანონმდებლო ჩარჩო, რომლითაც იხელმძღვანელებს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსთან ურთიერთობების ფარგლებში. ეს აქტი უაღრესად მკაცრია „ქართული ოცნებისთვის“. ახალი სანქციები, რომელიც იქნება გამოყენებული, მათ შორის, მეგობარი აქტის მეშვეობით, იქნება სრულიად განსხვავებული ტიპისა და დონისა „ქართული ოცნებისთვის“ უკვე 21 იანვარი კი არა, 21 მარტი ახლოვდება და „ქართული ოცნება“ ისევე, როგორც იყო იზოლირებული, ისევე, როგორც მას ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა, ქვეყნის შიგნით თუ კიდევ უფრო მეტად ქვეყნის გარეთ, ეს ყველაფერი გრძელდება და მეგობარი აქტი არის ამ ყველაფრის მთავარი სიმპტომი, - ამბობს გიორგი მელაშვილი. 

"მეგობარი აქტი" სენტში დარეგისტრირდა. ქართველი ხალხის მხარდამჭერი კანონპროექტი, რომელიც ანტიდასავლური ნაბიჯების გამო "ოცნების" სანქცირებას მოიაზრებს და სენატში ორპარტიული მხარდაჭერით სარგებლობს, წინ მიიწევს 

მსგავსი სიახლეები