ივანიშვილის ემისარი კრემლის სამსახურში - რას საქმიანობს და რა გეგმები აქვს რუსეთში ფარცხალაძეს

16.03.25 20:13
ივანიშვილის ემისარი კრემლის სამსახურში - რას საქმიანობს და რა გეგმები აქვს რუსეთში ფარცხალაძეს

ივანიშვილის ემისარი კრემლის სამსახურში - ოთარ ფარცხალაძე რუსეთის ხელისუფებასთან დიპლომატიური ურთიეთობების აღდგენასა და აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. რასაც ოფიციალურ დონეზე ბიძინა ივანიშვილი ვერ ბედავს, ფარცხალაძეს აკეთებინებს. 

შაბათის ეთერის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ ფარცხალაძემ რუსეთში მოძრაობა "რუსი ქართველები" დააფუძნა და კომუნისტური კავშირის წევრიც  გახდა.

საჯარო სივრცეში გავრცელებული კადრებით დასტურდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდრო კაცი  რუსებს ღიად ეუბნება, რომ "საქართველო მადლობელია" და "240 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში რუსეთი რომ არ შემოსულიყო, საქართველო ვერასდროს განვითარდებოდა ასე". ფარცხალაძე არ მალავს, რომ პირდაპირ ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეების ვიზების გაუქმება მისი ჩართულობით მოხდა. 

ამ ფონზე მისი რეზიდენცია თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულიი მეტვალყურეობის ქვეშაა. შაბათის ეთერმა გადაიღო და გაასაჯაროა ფარცხალაძის სახლთან წწყნეთში მობილიზებული გდდის თანამშრომელი.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები