როგორც ჩანს, “ოცნებამ“ გადაწყვიტა სასამართლო სხდომების დახურვა- ნათია მეზვრიშვილი

17.03.25 11:32
როგორც ჩანს, “ოცნებამ“ გადაწყვიტა სასამართლო სხდომების დახურვა- ნათია მეზვრიშვილი

“გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, დარეგისტრირებულია საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვაზე.

როგორც მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება ვინმე ავთანდილ კახნიაშვილს 6 მარტს აქვს დარეგისტრირებული.

“როგორც ჩანს, “ოცნებამ“ გადაწყვიტა სასამართლო სხდომების დახურვა“, - წერს მეზვრიშვილი.

როგორც ჩანს, „ოცნებამ“ გადაწყვიტა სასამართლო სხდომების დახურვა. 2025 წლის 06 მარტს „საინტერესო“ საკანონმდებლო წინადადება აქვს დარეგისტრირებული ვინმე ავთანდილ კახნიაშვილს, სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების ტექსტი აშკარად „ოცნების“ ოფისშია დაწერილი",- წერს მეზვრიშვილი.

მსგავსი სიახლეები