პუტინის მაამებლად გამოტანილი განაჩენი - ბოკუჩავა სააკაშვილის ვერდიქტზე
პუტინის მაამებლად გამოტანილი განაჩენი, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის გამოტანილ ვერდიქტს. ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ რეჟიმი ამ ფორმით ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის და პოლიტპატიმრის დაშინებას ცდილობს, თუმცა ეს არ გამოუვა.
12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს ამჯერად პრეზიდენტ სააკაშვილს ქვეყნის აღმშენებლობისთვის, სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნისთვის, იმისთვის, რომ მან არ ჩააბარა ჩვენი ქვეყანა რუსეთს და ოკუპანტს. იმიტომ, რომ ეს ყველა განაჩენი არის განაჩენი პუტინის და პუტინის მაამებლად ივანიშვილის რუსული რეჟიმის. ეს არის გზავნილი ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანისთვის, რომ თქვენი ბრძიოლა ისჯება და დაისჯება. ეს არის გზანილი მათ შორის ყველა პოლიტპატიმრისთვის მათ დასაშინებლად, მაგრამ ამ ქვეყანაში თავისუფლებისთვის ბრძოლის არ ეშინოდა და არ ეშინია არც პრეზიდენტ სააკაშვილს და არც იმ ათობით პოლიტპატიმარს, რომელთა სასამაღთლოები პარალელურად მმიდინარეობდა ხოლმე. აუცილებლად დასრულდება ივანიშვილის რეჟიმი, აუცილებლად დასრულდება ეს უსამართლობა და პრეზიდენტი სააკაშვილი გააგრძელებს ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, - ამბობს ბოკუჩავა.
ე.წ. საღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მოსამართლემ დისკრეციული უფლება გამოიყენა და ე.წ. პიჯაკების საქმის განაჩენს ზევიდან 4 წლით და 6 თვით სასჯელი დაუმატა. ჯამში, მესამე პრეზიდენტს თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვით განესაზაღვრა.
ვერდიქტის გამოცხადებას დარბაზში ხმაური მოჰყვა. "მონა!" - ასე მიმართავდნენ სააკაშვილის მხარდამწერები მოსამართლეს.