PHR: ერთ-ერთ სკოლაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს დისკრიმინაციულად ეპყრობოდნენ - სასწავლებელს მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა დისკრიმინაციულ ქმედებებზე სკოლას სასამართლო მოუგო - ინფორმაციას "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს.
ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვანის სარჩელი დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი სკოლა "მოძღვარის" წინააღმდეგ.
PHR წერს, რომ საქმე ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.
"სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებს. ასევე, სასამართლომ სკოლას დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით". - წერს ორგანიზაცია.