ოლიგარქი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს - ივანიშვილი ბიზნესმენის მთელი ქონების გაყიდვას და ფულის მისთვის ჩარიცხავს ითხოვს

17.03.25 15:19
ოლიგარქი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს - ივანიშვილი ბიზნესმენის მთელი ქონების გაყიდვას და ფულის მისთვის ჩარიცხავს ითხოვს

ბიძინა ივანიშვილი VS გიორგი ბაჩიაშვილი - ოლიგარქი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი მმართველის წინააღმდეგ ახალ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ახლა ითხოვს, ქონება, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სახელმწიფო საკუთრება უნდა გამხდარიყო, გაყიდონ და ფული მას ჩაურიცხონ.

საუბარია გიორგი ბაჩიაშვილისა და მისი ოჯახის წლებით ნაგროვებ ქონებაზე.

გიორგი ბაჩიაშვილის კუთვნილ ქონებას დადებული ყადაღა 10 მარტს მოხსნეს, როცა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ე.წ. ბიტკოინების საქმეზე ბიზნესმენს 11 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ადვოკატს მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ზიანის ანაზღაურების მიზეზით ბაჩიაშვილთან სამოქალაქო დავის დაწყებას აპირებენ.

ჩვენ ჩაგვბარდა ეს სარჩელი, ასევე ჩაგვბარდა განჩინებები ყადაღის გამოყენების  შესახებ. დღეის მდგომარეობით მოსამართლეს არ აქვს ატვირთული ბაზაში საქმის წარმოებაში მიღების განჩინება. გაურკვეველია, ამ სარჩელის განხილვა მოხდეს გამარტივებული წესით, თუ საერთო წესით?! 

ეს რას ცვლის: საერთო წესის შემთხვევაში, კვლავ პრობლემაა ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით. ხოლო გამარტივებულად თუ მოხვდება განხილვა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია, არსებობდეს კანონიერ ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება, რად დღეის მდგომარეობით არ არსებობს. სახეზე მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაა. 

ვინაიდან ეს კითხვები გაჩნდა, ჩვენ შესაბამისი განცხადებებით სასამართლოს მივმართეთ, ჯერ პასუხი არ მიგვიღია. ასევე დღეს ვასაჩივრებთ ყადაღის საკითხს. 

სტანდარტულად, როგორც წესი, თუკი განაჩენი დგება უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მუხლით დგება, 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც წესი, ქონება ავტომატურად, უსასყიდლოდ გადაირიცხება სახელმწიფო საკუთრებაში. სიმართლე გითხრათ, განსხვავებულ პრაქტიკას მე არცერთ საქმეზე არ ვიცნობ და ამაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები. 

პირველი კითხვა იმავე დღეს  გამიჩნდა (ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გამოტანილ განაჩენზე), მოსამართლეს ვკითხე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, გამოიყენა თუ არა 52-ე მუხლი. ასეთ შემთხვევაში სამოქალაქო სარჩელი აზრს დაკარგავდა. თუკი ქონება ბიუჯეტის სასარგებლოდ იქნებოდა მიქცეული, მაშინ რა აზრი ექნებოდა სამოქალაქო დავას იმავე ქონებაზე?!" - განმარტავს ადვოკატი. 

მსგავსი სიახლეები