ცვლილებები მედია რეპრესიებისთვის - სპეციალისტების თქმით, "ოცნება" "რუსული პრაქტიკის დამკვიდრებას" ცდილობს
მაუწყებლების რეგულირების კანონს, რომლის გავრცელებასაც "ოცნება" ტელევიზიების გარდა, ონლაინ მედიაზეც გეგმავს, სპეციალისტები სადამსჯელო მექანიზმს უწოდებენ. „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ თავმჯდომარე მამუკა ანდღულაძე პირდაპირ ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა რუსული კანონმდებლობის მსგავსია და მის მიზანს კრიტიკული აზრის გაჩუმებას წარმოადგენს.
დღევანდელი ინიციატივა სხვა ინიციატივებთან ერთად არის ჩვეულებრივი რუსული კანონმდებლობის და შემდგომ რუსული პრაქტიკის დამკვიდრების მცდელობა. აღნიშნულ კანონმდებლობას ევროპულთან არანაირი შეხება არ აქვს, აღნიშნული ინიციატივა საერთოდ არ ჯდება არცერთ დემორატიულ სახელმწიფოს ინიციატივებთან. ეს არის, უბრალოდ, რეჟიმის მცდელობა, გააკონტროლოს ყველა დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალება, იქნება ეს ტელევიზია თუ ონლაინ საშუალება. ეს კონტროლი კი არ გულისხმობს, რომ ჯანსაღი დისკუსიის დავის შემთხვევაში რომ იმსჯელონ, არა, ეს არის სადამსჯელო მექანიზმი, რაც საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს, რომ მოსახლეობამ ვერ გაიგოს, რა ხდება ქვეყანაში, - ამბოლბს მამუკა ანდღულაძე.
ივანიშვილის პარტია მაუწყებლების რეგულირების კანონს ინტერნეტზეც გაავრცელებს. შეზღუდვები შეეხება ონლაინ მედიასაც.
კანონროქტი კომიტეტზე დღეს მეორე მოსმენით განიხილეს. ვინც ივანიშვილის პარლამენტის მიერ დამტკიცებულ კანონს დაარღვევს, პირველ შემთხვვაში გააფრთხილებენ, შემდეგ კი დააჯარიმებენ.
"პირველები" დღეს დაინტერესედა, კონკრეტულად რომელი ონლაინ მედია არღვევს სტანდარტს და რომელი სტანდარტუი იქნა დარღვეული. კითხვაზე "ოცნების" წარმომადგენლებს ზოგადი პასუხი აქვთ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ აუცილებელია, ქვეყანაში ყველანაირი მედია გაკონტროლდეს.
რა გამოლევს, იმდენნი ხართ, - ამბობს ზარქუა.
ბევრი მედია არღვევს. ცრუ ინფორმაციებია, - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.