პირველია, ვისაც ახსნა-განმარტებებისთვის იბარებენ ევროპულ სტრუქტურებში - სამადაშვილი დიპლომატიურ სკანდალზე

22.09.21 13:12
პირველია, ვისაც ახსნა-განმარტებებისთვის იბარებენ ევროპულ სტრუქტურებში - სამადაშვილი დიპლომატიურ სკანდალზე

ხელისუფლება დიპლომატიურ სკანდალშია - სალომე სამადაშვილი სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით, ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

ვატო მახარობლიშვილი დამოუკიდებელი საქართველოს მეოთხე ელჩია ევროკავშირში.

რთული პოსტია ევროკავშირში მისია, მისი ყველა ხელმძღვანელი, ჩემი ჩათვლით, გაცილებით დიდ ხანს დარჩა პოსტზე, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური პრაქტიკაა.

ის პირველია, ვისაც ახსნა-განმარტებებისთვის იბარებენ ევროპულ სტრუქტურებში"- წერს სამადაშვილი.