ირაკლი კობახიძე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდება. შეხვედრა ევროკავშირის ოფისში, 14:00 საათზეა ჩანიშნული.
გუშინ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.