"ოცნებას" მოლოდინი გაუხანგრძლივდა - რა მიზეზით ჭიანურდება შტატებში საქართველოს ელჩის დანიშვნა
რა მიზეზით ჭიანურდება შტატებში საქართველოს ელჩის დანიშვნა? დეფაქტო პრემიერი ირწმუნება, რომ კანდიდატურა უკვე შერჩეულია, მაგრამ მის ვინაობას საიდუმლოდ ტოვებს. "ქართული ოცნება" ვაშინგტონიდან შეხვედრ ნაბიჯებს დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ელოდება, მაგრამ ის ჯერ არ ჩანს.
ივანიშვილის გუნდი ამ დრომდე ვერ ახერხებს აღადგინოს ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. თბილისში იციან, რომ თუ ვაშინგტონიდან უარი მოვა, ეს აჩვენებს, რომ ნდობის სერიოზული დეფიციტია. ამასთან, ოპოზიცია ამბობს იმასაც, რომ ელჩის დანიშვნის შემთხვევაშიც კი ივანიშვილის ხელისუფლება ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვას ვერ მოახერხებს.
საქართველოს ელჩის პოსტი ოთხი თვის წინ მაშინ გათავისუფლდა, როცა დავით ზალკალიანი გადადგა.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.