პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში გაემგზავრა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა.
პრესსამსახურის ინფორმაციით, ის ვიზიტით ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა და ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.