მაღარო ქვეყანას, მოგება ხალხს! - მაღაროელების აქცია კობახიძის სამსახურთან
ჭიათურელი მაღაროელები თბილისში არიან - "ჯორჯიან მანგანეზის" მიერ დაზარალებული მოქალაქეები ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან იმყოფებიან. ირაკლი კობახიძეს აქციის მონაწილეები მოუწოდებენ, სახელმწიფომ გაუუქმოს "ჯორჯიან მანგანეზს" ხელშეკრულება და ის სხვა კომპანიით ჩაანაცვლოს.
რადგან ორ კვირაზე მეტია, ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები შეჩერებულია, რაც მაღაროელების თქმით, მძიმე დარტყმაა მაგისთანებისთვის.
უსამსახუროდ დარჩენილები აღნიშნავენ, რომ საბანკო ვალდებულებები აქვთ.
25-ე დღეა, რაც პროტესტს ვმართავთ ჭიათურაში, იძულებულები გავხდით, რომ თბილისამდე ჩამოვსულიყავით.
მთავრობა და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი, ვინც არის პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე და შიდა საქმეებზე აუცილებლად, უნდა გამოგვეხმაუროს, დაჯდეს ჩვენთან მოლაპარაკების მაგიდასთან და აუცილებლად დარიგდეს 3 თვის გადაუხდელი ხელფასები, საბანკო პრობლემები მოგვარდეს - მთავრობის ჩართულობით, ასევე მთავარი მოთხოვნაა-კომპანიამ დატოვოს ჭიათურა.
მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. ეკოლოგიური მდგომარეობა, რაც ჭიათურაშია, აუცილებლად უნდა იყოს მოგვარებული. ამ ყველაფერში ვალდებულებას და პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მთავრობას "- ამბობს მაღაროელი.