წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ ხაზარაძე და ჯაფარიძე დაიბარა

24.03.25 18:01
წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ ხაზარაძე და ჯაფარიძე დაიბარა

წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა კომისიამ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სხდომაზე დაიბარა.

სხდომა 25 მარტს, 10 საათზეა ჩანიშნული. 

გავრცელებული განცხადების მიხედვით, საქმე ეხება შპს მაგნატის საქმის განხილვას. წულუკიანის თავმჯდომარეობით შექმნილ კომისიაზე ჯემალ ლეონიძე (შპს „მაგნატის“ მესაკუთრე), მისი ადვოკატი ბატონი როინ მიგრიაული გამოიკითხებიან. 

ხაზარაძესა და ჯაფარიძეს კომისიაზე მისვლასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ. 

"ქართული ოცნების" ლიდერები კი იმუქრებიან, რომ  დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ჯარიმით ან თავისუფლების ერთი წლით აღკვეთას ითვალისწინებს. 

თბილისის მერის თქმით, მართალია, წინა ხელისუფლების დროს "ლელოს" ლიდერები თანამდებობებს არ იკავებდნენ, თუმცა კახაძის თქმით, "სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში, მათ თავიანთი როლი ჰქონდათ". 

 მაშინ ხაზარაძე-ჯაფარიძეს რაც შეეხება, ისინი პოლიტიკაში არ ყოფილან, პოლიტიკურ პარტიებს არ წარმოადგენდნენ, მაგრამ მათ თავიანთი როლი ჰქონდათ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში. ამიტომ ყველა კითხვას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს და საზოგადოებას ყველაფერზე სრული ინფორმაცია ჰქონდეს", - ამბობს კახა კალაძე.

მსგავსი სიახლეები