"ივანიშვილის ფარა საქართველოს წინააღმდეგ" - როგორ ეცადა "ოცნება" რუსული კანონი ამერიკულად შეეფუთა?

24.03.25 20:31
"ივანიშვილის ფარა საქართველოს წინააღმდეგ" - როგორ ეცადა "ოცნება" რუსული კანონი ამერიკულად შეეფუთა?

ივანიშვილის ფარა საქართველოს წინააღმდეგ - 100-ზე მეტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია ოლიგარქის რეჟიმს უარს ეუბნება. კანონპროექტი, რომელსაც არალეგიტიმური პარლამენტი მომდევნო კვირას დაამტკიცებს, ვერ უნდა შეეხოს ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ბიზნესს და ცალკეულ ადამიანებს.

"ქართული ოცნება" ამტკიცებს, რომ ამერიკული ფარა ქართულად სიტყვა-სიტყვით გადმოთარგმნა, თუკი ეს ასეა, მაშინ ის ვერ გავრცელდება იმ ჯგუფებზე, რომელთა განადგურებასაც ამ ტრიუკით "ოცნება" ცდილობს.

თუ კანონი, რომლის ამოქმედებასაც აპირებენ, ნამდვილად ამერიკულის ანალოგია, მაგალითად, ის არ შეეხება საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, რადგან ამ ორგანიზაციის ამერიკული ფილიალი ამერიკულ ფარაში არ არის რეგისტრირებული. როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის, "ოცნებას" პასუხები არ აქვს. 

თუ "ქართული ოცნება" ამერიკულ ფარას იღებს, ის უნდა შეეხოს მტრული სახელმწიფოს სასარგებლოდ მომუშავე აგენტებს. მაგალითად ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ ორგანიზაციებს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური დოკუმენტებით საქართველოში რუსულ ინტერესებს სწორედ "ოცნების" ყოფილი მთავარი პროკურორი ატარებს რუსულ სპეცსამსახურებთან შეთანხმებით. ამერიკული ფარა არ ეხება ამერიკულ მედიას, შესაბამისად, თუ კანონი ამერიკულია, ქართულ ფარაც არ უნდა შეეხოს ქართულ მედიას. 

ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები