საქართველოს გზა დემოკრატიიდან ავტოკრატიისკენ - გაყალბებული არჩევნები, ოპოზიციის აკრძალვის გეგმა და საკუთარი მოქალაქეების სასტიკი წამება
საქართველოს გზა დემოკრატიიდან ავტოკრატიისკენ "ვიდემმა" ვრცელ ანგარიშში ასახა. გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ანგარიში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე მოამზადა და დაადგინა, რომ ასეთი მასშტაბის დემოკრატიული უკუსვლა ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან არასდროს ყოფილა. საქართველო საარჩევნო დემოკრატიის კატეგორიიდან საარჩევნო ავტოკრატიის კატეგორიაში ჩამოქვეითდა.
საქართველო ადგილს ახლა რუსეთის, ირანის, ერაყის, სირიის, კონგოს, ეთიოპიის და პაკისტანის გვერდით იკავებს. საარჩევნო ავტოკრატიაში მოხვდნენ ის ქვეყნები, სადაც მრავალპარტიული არჩევნები არსებობს, თუმცა არჩევნები არც თავისუფალია და არც სამართლიანი და ირღვევა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ზუსტად ისე, როგორც ეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა.
ანგარიშში მოხვდა გაყალბებული არჩევნები, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება, ოპოზიციის აკრძალვის გეგმა, მომიტინგეების დარბევა და პოლიტიკური ოპონენტების დაჭერა. ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა ბოლო წლების განმავლობაში დაიწყო, ისტორიულ პიკს კი არჩევნების წელს, ანუ 2024 წელს მიაღწია. ყველაზე თვალსაჩინო კვლევის ავტორებისთვის გაყალბებული არჩევნები იყო, რომელიც არადემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდა, რომელმაც ლეგიტიმაცია ვერც ხალხისგან და ვერც საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან ვერ მოიპოვა.
უკუსვლა დემოკრატიაში - დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.